1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ცხრა პაციენტი რჩება, რომელთაგან შვიდი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

„სამი პაციენტი ფასდება როგორც კრიტიკული. დამძიმება გამოწვეულია თანმხლები პათოლოგიებით. 53 ​კოვიდინფიცირებულს აქვს მწვავე პნევმონია. მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის ვადის შემდეგ ისინი დატოვებენ კლინიკას. ჯამში კლინიკაში 120 პაციენტი იმყოფება. დღის განმავლობაში კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კოვიდინფიცირებისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები