1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლების მშობელია

ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლების მშობელია, გვინდა ეს თუ არა. ამ ხელისუფლების ყველა ბალახის შრიალში ბიძინა ივანიშვილია. ყველა ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელიდან ექიმის ჩათვლით, ყველგან ბიძინაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია მოხდა. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, ყველა იმ სისუსტითა და სიძლიერით, რომლითაც ღვთის შვილია დაჯილდოებული. მისი როგორც ფაქტორის ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, როდესაც ადამიანს შენი სიმყარის გარანტად მოიაზრებ. როგორ შეიძლება გაწუხებდეს ის, რაც შენ გაზღვევს, თუ ავად არ ხარ. რამდენი რამე მოუგონეს, კაცი სასამართლოს სასამართლოზე იგებს და ესენი ამბობენ, დაჭერას უპირებენო. როდესაც ვერაფერს მიაღწიეს, მოიფიქრეს, რომ ინსულტი აქვსო და მიუნხენის კლინიკის ვიღაც ექიმებს ასახელებდნენ. ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილი ყველგანაა. დღეს რომ გიორგი გახარია ლაპარაკობდა დამაჯერებლად, ეს ბიძინა ივანიშვილი იყო. ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლების მშობელია, გვინდა ეს თუ არა. ამ ხელისუფლების ყველა ბალახის შრიალში ბიძინა ივანიშვილია. ყველა ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელიდან ექიმის ჩათვლით, ყველგან ბიძინაა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები