1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ყველა პირი, რომელსაც ეკლესიასთან ჰქონდა შეხება კარანტინში გადადის

სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიციფრების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ საუბარში ეკლესიის დარაჯმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.

თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

დაინფიცირებული მოძღვარი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დის შვილსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები