1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ალბათ დაგვჭირდება

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები