1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც გაცემულია თვითიზოლაციის რეკომენდაცია"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე რეკომენდაცია შესაძლოა, გამკაცრდეს.

„ამ ეტაპზე, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც გაცემულია თვითიზოლაციის რეკომენდაცია. თუმცა ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს”, - განაცხადეს ჯანდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები