0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი წყალტუბოს განვითარების პროექტზე, არის მადლობა"

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ვერც ერთ ეპოქაში ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება. იუსტიციის მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი.

„ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პასუხი წყალტუბოს განვითარების პროექტზე, არის მადლობა. ვერც ერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება, რადგან ცალკეული სასტუმროების რეაბილიტაცია ვერ აღმოჩნდა ვერც რენტაბელური, არც საინტერესო სხვადასხვა ბიზნესისათვის. ეს ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის, როდესაც ამ სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებულ სამ მილიარდიან ინვესტიციის მიღმა, არის მისასალმებელი. თავად რეაბილიტაციის პროცესში, რომ იმერეთის რეგიონში 8 ათასი ადამიანი დასაქმდება და ესეც არის ნამდვილად ხაზგასასმელი. მომავალში ეს არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია წერილში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები