0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: “კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ სამარცხვინოდ"

აიტივი. ჯის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს: 

 “გენერალურ პროკურატურაში 6 სექტემბერს დიპლომატიურ კორპუსთან დაგეგმილი დახურული შეხვედრა ლოგისტიკური პრობლემების მოტივით გააუქმეს.  
ივანიშვილის პროკურორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ელჩებისთვის ცალმხრივად და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით გაეცნოთ. თუმცა, ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, 6 სექტემბრის შეხვედრა სასწრაფოდ ჩაშალეს.  

პარალელურად კი, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოება მოატყუა - არანაირი შეხვედრა არ იგეგმებოდაო. არადა, აგერ ფაქტები. მოკლედ, კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ სამარცხვინოდ”.- წერს გიორგი კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები