0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!"- მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის სესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!
მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ღმერთმა დალოცოს საქართველო! “, - წერს ბახტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები