0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„არანაირი ომი არ იქნება - საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს მეტი აღარ დაესხმება"

 დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ ოსაქართველო სამხრეთ ოსეთს თავს მეტი აღარ დაესხმება

„საქართველო კვლავ ოცნებობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება“, - განაცხადა ბრიფინგზე კოტაევამ.

„არანაირი ომი არ იქნება - საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს მეტი აღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული ხელშეკრულებებით არის დაცული, რომლის თანახმადაც აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განიხილება, როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან განთავსებულები“, - განაცხადა კოტაევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დაასკვნა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი თავის დაპირებებში არათანმიმდევრულია.

„მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების შინაგანი მისწრაფება აქვს, რადგან მისი ბაბუა მუშაობდა მენშევიკების მთავრობაში და პირადი წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. ამასთან, ის პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას. საქართველო საერთაშორისო არენაზე ძალიან არასანდო პარტნიორია“, - განაცხადა მარია კოტაევამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები