0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისისრაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები