0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება - სალომე ზურაბიშვილი

რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, – ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობისთვის მჯავრდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანბია „იმედთან“ საუბრისას, საფრანგეთში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კომენტარს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება დღეს ევროპის შუაგულში, აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობები არის მაჩვენებელი იმის, რომ ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ რა არის პასუხი.”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები