შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
შვედეთში, „ვოლვოს ქალაქად“ წოდებულ გეტებორგში, ბრენდის იმპორტიორების შეხვედრას „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შვედური ბრენდის საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „დღეს, ხვალ, ერთად“, სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „ვოლვო ქარსის“ 1400-ამდე ოფიციალური სადილეროს წარმომადგენელი დაესწრო.
„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლები, სხვა დელეგატებთან ერთად, ექსკლუზიურად გაეცნენ შვედური ბრენდის სამომავლო გეგმებს. კონფერენციის მონაწილეებს პირველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვოლვოს მიერ შექმნილი მომავლის სისტემები ეხილათ, მათ შორის - „Lidar“ ტექნოლოგია. მძღოლის ახალი დამხმარე სისტემა ვოლვოს ყველაზე დიდი ზომის SUV-ში იქნება ჩამონტაჟებული. ვოლვოს ინჟინრების თქმით, Lidar სისტემა გზაზე 250 მეტრის რადიუსში შეძლებს დააფიქსიროს ობიექტი, მაშინაც კი, როდესაც სიბნელეა და ასევე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გათვალოს ობიექტის ქმედება. უსაფრთხოების ახალი სისტემის საშუალებით, ავტომობილს შეჯახების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი მანევრირების შესრულება შეეძლება. ვოლვოში ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია ავტონომიური მართვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმომადგენლობას შესაძლებლობა მოგვეცა, ბრენდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დავსწრებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩვენს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა, ვოლვოს ქარხანა დაეთვალიერებინა და ადგილზე გასცნობოდა, როგორ ეწყობა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები. ასევე ვესტუმრეთ გეტებორგის ერთ-ერთ უდიდეს შოურუმს, რომლის ანალოგიც მალე საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგია და ბრენდის სწრაფვები გაგვიზიარეს“.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შვედური პრემიუმ ბრენდის სამომავლო გეგმები, სტრატეგია და კომერციული ტრანსფორმაცია გააცნეს.
ვოლვო გეგმავს, რომ 2025 წლისთვის წარმოების 50% იყოს ელექტრიფიცირებული, ხოლო 2030 წლისთვის - სრულად ელექტრიფიცირებული. ამ სტრატეგიის მიხედვით, უახლოეს მომავალში ბრენდი კიდევ უფრო მეტი ახალი ელექტრომოდელის წარდგენას გეგმავს.
ამბიციურია „ვოლვო ქარ კავკასიის“ გეგმებიც, რომელიც რეგიონში ვოლვოს პირველი ელექტრომობილების შემოყვანას 2023 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
---
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები