კესარია აბრამიძე მოკლეს...
ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...
|
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ ამ თვეშიც ელექტროენერგიაზე იმაზე გაცილებით დიდი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე იხდიდნენ ხოლმე. აღნიშნული პრობლემა წინა თვეშიც იყო, თუმცა მაშინ კომპანია "თელმიკომ" განმარტა, რომ თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედების გამო, მოქალაქეებმა დეკემბერში ორი ქვითარი მიიღეს. კვლავ დავუკავშირდით კომპანიას, სადაც თქვეს:
"შესაძლოა ერთი მიზეზი, შეცდომით აღებული ჩვენება იყოს. თუმცა, აუცილებად უნდა აღინიშნოს, რომ მრიცხველიდან ჩვენებას კომპანია "თელასი" იღებს, ჩვენ გადმოგვცემს, რის საფუძველზეც ქვითარს ვაფორმირებთ და მომხმარებელთან ვაგზავნით. ამიტომ, "თელმიკო" ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ჩვენებაზე,
-0:40 რომელიც "თელასმა" აიღო. მეორე, იანვრიდან სახელმწიფო სუფსიდირების პროგრამა დასრულდა. როგორც იცით, 2020 წელს ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, თუმცა 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ტარიფებს შორს სხვაობას ფარავდა. ეს ეხებოდა იმ მომხმარებლებს, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, თვის განმავლობაში. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ, როგორც გახსოვთ, დეკემბერში მისული ორი ქვითრიდან, მეორე ქვითრის გადასახადის გადავადება მოხდა. მომხმარებელს შეეძლო, 28 იანვრამდე არ გადაეხადა დეკემბრის გადასახადი. თუ 28 იანვრამდე არ დაფარეს, შესაძლებელია, რომ ახალ ქვითარში აისახა." - ამბობენ "თელმიკოში".რამდენიმე დღის წინ ორ ქვითართან დაკავშირებით კვლავ გამოაქვეყნა კომპანიამ ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ:
"დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე.
შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.
გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება Facebook-ში ან ელექტრონულ მისამართზე [email protected]"
თუ თვლით, რომ ქვითარში არსებული თანხა არ შეესაბამება იმას, რასაც რეალურად მოიხმარდით, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტრონული წერილით ან მიიტანოთ მათ ოფისში ( თბილისი, მიცკევიჩის 19) როგორც სემეკში განგვიცხადეს, განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაზე იანვრიდან 3,5 თეთრით გაზრდილ გადასახადს გადაიხდით.
"თელასის"" სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:
ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...
"დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...
თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...
პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...
"ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...
30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალგაზრდა მოძღვარი, თეიმურაზ ქორიძ...
კომენტარები