1 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში, ”ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიციალმ ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. 

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ გაიტაცეს საინკისაციოდ გამზადებულ ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებულ ავტომობილს ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ მდგომარეობაში მიაკვლია.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს, ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული "გირსანის" ტიპის პისტოლეტები, ნიღბები, დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასი.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები