0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

ჩამოტვირთვა

ბათუმში 4 ადამიანი დაჭრეს. შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა.

" განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სამართალდამცველებმა ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები