1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია: ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს მეგობარს და ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველ პოლიტიკოსს, მიშა სააკაშვილს! ვულოცავ დაბადების დღეს ქართული პოლიტიკის ბრწყინვალე და ნამდვილად სახალხო ვარსკვლავს, ნიკა მელიას

„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი შვილს, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:

„მაშ ასე, 21 დეკემბერი დადგა! ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს განძს – სანდროს! ბევრს არ ვილაპარაკებ საკუთარ შვილზე, წარმატებას, სრულ თავისუფლებას და ცოტაოდენ გამართლებას ვუსურვებ!

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს მეგობარს და ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველ პოლიტიკოსს, მიშა სააკაშვილს! ვულოცავ და მალე დაედგას ფეხი მისი საყვარელი სამშობლოს მიწაზე და დაემთავრებინოს ის, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო!

ვულოცავ დაბადების დღეს ქართული პოლიტიკის ბრწყინვალე და ნამდვილად სახალხო ვარსკვლავს, რვა წელი ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლს, უშიშარ და შეუპოვარ კაცს – ნიკა მელიას! ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ! გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!“, – წერს გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები