0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“საქართველოს ასაყვავებლად მხოლოდ ერთი რამ აკლია - კანონები, რომლებიც შვეიცარიაში ხალხის სასიკეთოდ მუშაობენ!“

ცოტა ხნის წინ, გამოცემა „ბლუმბერგმა“ ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ინვესტიციების ჩასადებად ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნები გამოავლინეს. 100 ქულიდან საქართველომ 11,6 მიიღო და სამოცდამეათე ადგილზე აღმოჩნდა! 
რეიტინგის ლიდერებს რაც შეეხება, პირველი ადგილი 96,5 ქულით ნორვეგიამ დაიკავა, მეორე ადგილი შვეიცარიას ერგო, მესამე კი - შვედეთს.
„ბლუმბერგის“ რეიტინგის თანახმად, საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მეტ რისკებს შეიცავს, ვიდრე ამავე რეგიონის იგივე ინდექსში მოხვედრილი ქვეყნები: მაგალითად, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. 
ცნობისთვის, ქვეყნის რისკების გამოვლენა 29 ინდიკატორის საშუალებით ხდება, კერძოდ, ითვალისწინებენ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებიც ინვესტორებს ემუქრებათ.  „როდესაც ეკონომიკის არმცოდნე ხალხისგან მესმის, რომ საქართველოს გასამდიდრებლად  ყველანაირი რესურსი აქვს, მუდამ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაფერია, ინვესტიციური მიმზედველობის გარდა. ასაყვავებლად საქართველოს  სხვა წარმატებული ქვეყნების კანონები აკლია, იმ ქვეყნების, რომლებშიც ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ცხოვრების დონეც მაღალია, მაგალითად, შვეიცარიის, ქვეყნის, რომელიც ბუნებრივი თავისებურებებით საქართველოს ასლია, მაგრამ იქ ადამიანებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ და მდიდრებიც შეიძლება ვუწოდოთ! 
წამყვან ბიზნეს-გამოცემაში, „ბლუმბერგში“ საუბარი სწორედ ამ თემაზეა და რაც ყველაზე მეტად საწყენია, საქართველოს ასლი - შვეიცარია, ამავე რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს.
რატომ არ სურთ საქართველოს პარლამენტარებს ამ ქვეყნისგან მაგალითის აღება და მათი კანონების ჩვენთან დამტკიცება? ვის აწყობს, რომ საქართველო არ აყვავდეს?
რასაკვირველია, ეს კითხვები საქართველოს პარლამენტის წევრებს ეხებათ, რომელიც დაკოპლექტებულია არაპროფესიონალებისგან  და ისინი მოქალაქეებისთვის ისეთ კანონებს „იგონებენ“, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცევს! 
მე ჩვენი პარლამენტის წევრებს ვურჩევდი, არაფერი მოიგონონ, უმჯობესი იქნება, პირდაპირ გადმოიღონ შვეიცარიული კანონები, რომლებიც ბიზნესსა და დემოკრატიას ეხება და რამდენიმე ათეული წელიწადის შემდეგ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდება!“ - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები