0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ყველაფერი ახალი და უჩვეულო მიიქცევს თქვენს ყურადღებას. საქმიანი ნაცნობობა ხანმოკლე აღმოჩნდება. ნაკლებად გამოავლინეთ ინტერესი გარშემო მყოფების ცხოვრების მიმართ, ნუ ჩაერევით მათ საქმეებში. 

კურო
საქმიან პარტნიორებთან და უფროსთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ მეგობრულ გარემოს შექმნით. ძველი პრობლემების, საქმეების მოსაგვარებლად ნუ მოგერიდებათ ახალი მეთოდების, ექსპერიმენტების გამოყენება. მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. 

ტყუპი
ინტერესი გაგიჩნდებათ ყველაფერი ახლისა და უჩვეულოსადმი. ჰარმონიული დღე გელით, - კარგი განწყობა, სულიერი სიმშვიდე. შეეხმიანეთ მეგობრებს, რომლებთანაც მოგზაურობა, სწავლა გაკავშირებდათ. საღამო ვირტუალური ურთიერთობისთვის გამოითავისუფლეთ. 

კირჩხიბი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. ცვლილებებს მშვიდად შეხვდით, მათ შორის, საოჯახო, ნათესაურსაც. გახსოვდეთ, რომ კრიზისულმა პერიოდმა გადაიარა და ნელ-ნელა გარშემო იდილია დაისადგურებს. 

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესებას. საქმიან შეხვედრებისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა, მეგობრულობა. სიფრთხილე გმართებთ ელექტროობასთან ურთიერთობისას. 

ქალწული
რუტინული საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუ ახალ მეთოდებს გამოიყენებთ. ნუ მოგერიდებათ და დახმარება სთხოვეთ გარშემო მყოფებს. თუმცა, პირად ამბებს ნურავის მოუყვებით. 

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, თავისუფალი გრაფიკით მუშაობისთვის. საღამოს დაგეგმეთ მეგობრული, სასიყვარულო შეხვედრა. ურთიერთობისას ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატიული, ტრადიციული. 

მორიელი
ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. კარგი დღეა დაძაბულობის მოსახსნელად და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. თავისუფალი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. საღამო მეგობრებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და მეგობრებთან შესახვედრად. რაც საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო დაუახლოვდეთ მათ და მნიშვნელოვანი ამბებიც შეიტყოთ. მეტად დაინტერესდით თქვენ გარშემო მომხდარი ამბებით. 

თხის რქა
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. აგრეთვე, განახლებისა და სიახლეებისადმი. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. კარგი დღეა ეგზოტიკური გასართობისთვის. 

მერწყული
ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. დღე მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის. უმჯობესია, დრო ჰობის დაუთმოთ ან დაისვენოთ. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, საღამო შინაურებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
მოსაწყენი საქმეების მიმართაც გმართებთ ყურადღება, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ახალი გასართობის, საქმის, მარშუტისადმი. საღამოს - საიდუმლოებებით მოცული ამბები დაგაინტერესებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები