0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა  ერთიან სიაში“ -ამ სახელწოდების საინფორმაციო აქცია გამართა  დღეს ცენტრალურმა  საარჩევნო  კომისიამ  სავაჭრო  ცენტრ „თბილისი მოლში“.  ცესკოს  წარმომადგენლებმა  სავაჭრო  ცენტრში  მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი  გადახდის  აპარატში  არსებული  აპლიკაციის  მოხმარების  წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.  აღნიშნული  აპლიკაცია  სწრაფი  გადახდის  7000  ტერმინალში  20  აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

სწრაფი  გადახდის  აპარატებში  არსებული  აპლიკაციის  გარდა  ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში  საკუთარი  და  ოჯახის  წევრების  მონაცემების  გადამოწმება  ვებ- ვერდზე  - voters.cec.gov.ge,   ”ანდროიდის”  სისტემაზე  მორგებული  მობილური ტელეფონის  და პლანშეტის  გამოყენებითაც  შეუძლიათ.  სიაში  მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე  იღებს  ინფორმაციას  საარჩევნო  უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მონაცემებში  უზუსტობის  აღმოჩენის  შემთხვევაში,  ამომრჩეველს  შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო  სერვისების  განვითარების  სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები