0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს, ბიზნესს ეხება. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. 

კურო
დაკვირვებულად იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ საქმეები, რომლებიც დეტალურ განხილვას მოითხოვს. საღამოს საჭეს ნასვამი ნუ მიუჯდებით. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. 

ტყუპი
ინტრიგებისა და საიდუმლოებების მიმართ გაგიჩნდებათ ინტერესი. მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. 

კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საქმეები დილითვე მოაგვარეთ. მოერიდეთ ვალის აღებას, დაპირებების გაცემას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. 

ლომი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ინტრიგაში, ავანტიურაში. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომლებიც დიდ დატვირთვას არ მოითხოვთ. 

ქალწული
გადახედეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს. აღადგინეთ კონტაქტი დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან, მეგობრებთან. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. 

სასწორი
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებას. ნუ აიღებთ ვალს. საღამო მეგობრულ გარემოში გაატარეთ. დააგემოვნეთ ორიგინალური კერძები. 

მორიელი
მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი საქმეების დაწყებას. აკონტროლეთ საქმიანი პარტნიორები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
დღეს თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. მეტად დაისვენეთ. ნუ დაისახავთ რთულ საქმეებს და ნურც გარშემო მყოფების მიმართ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. 

თხის რქა
კარგი დღეა დასვენებისთვის. დატკბით მიღწეულით, ცხოვრებით. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი სიყვარული და მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. 

მერწყული
ხელს ნუ მოკიდებთ რთულ, საშიშ საქმეებს. ეს განსაკუთრებით თებერვალში დაბადებულებს ეხებათ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. 

თევზები
დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების რჩევების მიმართ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები