0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაფიქრდით სამსახურის, საქმიანობის შეცვლაზე, დამატებით შემოსავალზე. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ ფული ბარათით არ გადაიხადოთ. 

კურო
გამოასწორეთ კვების, ძილის რეჟიმი. გადახედეთ ჩვევებს და გათავისუფლდით მავნეებისგან. დღეს შეიძლება გარშემო მყოფებისთვის იყოთ დამხმარე, მრჩეველი. 

ტყუპი
მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. შეიძლება მოგონებებმა გაგიტაცოთ. გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე განმარტოვდით და დაფიქრდით. 

კირჩხიბი
კარგი დღეა საბუთების გადასაფორმებლად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ყურადღებით იყავით მეგობრების, კოლეგების რჩევების მიმართ. 

ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. მოაგვარეთ ფინასური საკითხები. მოიძიეთ ახალი სამსახური, შემოსავლის დამატებითი წყარო. 

ქალწული
ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება ხელსაყრელი. დღეს ჯერ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ და მერე გარშემო მყოფებზე. მოსალოდნელია უცხოელ კოლეგებთან კონსულტაცია; საბუთების გადაფორმება. 

სასწორი
გამონახეთ დრო დასვენებისთვის, განსაკუთრებით, თუ შვებულება არ გქონიათ ჯერ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებთ, ყურადღებით გაეცანით ვალდებულებებს. 

მორიელი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის; კოლეგებთან ერთად მიმდინარე და სამომავლო პროექტების განსახილველად. ზოგიერთი საჭირო რჩევებს მიიღებთ. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს მუშაობა. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. 

თხის რქა
დასვენების დროსაც ვერ მოისვენებთ და ახალ იდეებზე, საქმეებზე იფიქრებთ. გაანახლეთ ურთიერთობა ყოფილ პარტნიორებთან. კარგი დღეა მივიწყებული, მაგრამ საყვარელი ადგილების მოსანახულებლად. 

მერწყული
მოაგვარეთ სამემკვიდრე, ფინანსური ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი. აგრეთვე კარგი დღეა საბუთების გადასაფორმებლად. გაინებივრეთ თავი საყვარელი სასუსნავით. 

თევზები
კარგი დღეა ხანმოკლე მგზავრობისა და მივლინებისვის. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მგზავრობისას შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობარს, კოლეგას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები