0 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები