1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

 

სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.

სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა სამსუნგის ორიგინალ ნაწილებზე. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების  გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ოფიციალური სერვის-ცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“, და „ელიტ სერვისი“ თბილისში, ხოლო „სერვისექსპრესი“ ბათუმსა და ქუთაისში.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები