2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

8 ივლისამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია – გვარამია

“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი -პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით, რაციონალურად და არა რაიმე პირად ინტერესებზე თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე – ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის  შექმნაში. იქნება ეს ხმის მიცემა “ოცნების” მთავრობისთვის, თუ მონაწილეობა “ოცნების” მთავრობაში. ამიტომ ვინც ხელს ვაწერთ ამ და სხვა საკითხებზე მკაფიოდ ვთანხმდებით”

აცხადებს, “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საერთო ოპოზიციურ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები