0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საყოველთაო ჯანდაცვა დიფერენცირებული იქნება

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ განუცხადა.

"სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯადაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამიად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტი, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს", _  განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები