0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატარა ევროპული ქვეყანა და ყველა მისი მეგობარი - გილოცავთ!

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი" და მედია ჰოლდინგი "დრონი.ჯი", საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს ევროპარლამენტის ისტორიულ გადაწყვეტილებას, ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

2017 წლის 2 თებერვალი - დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების საქმეში მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ (და არამარტო) გავლენას იქონიებს.

საქართველოს შეუქცევადი და მრავალწლიანი მცდელობა ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ სულხან საბას ეპოქაში დაიწყო, წარმატებით დასრულდა.

წინ კიდევ დიდი და მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს: ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა, რომელიც ოფიციალურად ძალაში, სავარაუდოდ, აპრილში შევა, მათ შორის სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატარა ევროპული ქვეყანა და ყველა მისი მეგობარი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები