0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთში 55 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. 

მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევამდე მეზობლებს ბინიდან ჩხუბისა და ცემის ხმა ესმოდათ, რომლის დროსაც ქალი კაცს სთხოვდა არ მოეკლა. მეზობლების თქმით, ეს მათ შორის ჩხუბის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კაცს ალკოჰოლთან ჰქონდა პრობლემები, რის გამოც წყვილი ხშირად ჩხუბობდა.

როგორც ირკვევა, ქალი საბერძნეთში 12 წელი ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები