1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

 

 ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. 

 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

 ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს. ჯიოტის ქმრის განცხადებით, ისინი 7 წლის წინ დაქორწინდნენ. პოლიციამ სუიციდის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები