0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ექიმებსაც მადლობას უხდიან, პოლიციელებსაც,მესაზღვრეებსაც. ამ ჟურნალისტებს კიდევ სულ ლანძღავენ"

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა..სახლში, თბილად, ოჯახთან ერთად. ექიმებსაც მადლობას უხდიან, პოლიციელებსაც,მესაზღვრეებსაც. ამ ჟურნალისტებს კიდევ სულ ლანძღავენ. ვუყურებ ჩემს კოლეგებს, სიცივეში, ქარში, ხან სად არიან ატუზულები, ხან ვის თხოვენ ინტერვიუს… მერე რა რომ ბევრი შეცდომა მოსდით… ისე ხმაურობენ და ერთმანეთს არ აცლიან კითხვის დასმას ან ისეთს იკითხავენ სად გავიქცე ხოლმე… მაგრამ მათთვის არც ახალი წელია, არც დღესასწაული, არც აკრძალვა, არც დისტანციური მუშაობა,არც საყოველთაო ვირუსი…საშველად პირველს მაინც ჟურნალისტს ურეკავენ… ძალიან დაუფასებელი პროფესიაა.. ძალიან.. მაინც ყველაზე მაგარია, ყოვლისშემძლე. ხოდა მადლობა ამ ჩემს დაუფასებელ ხალხს- ჟურნალისტებს. არავინ არ იცის ეს რა მძიმე შრომაა..გარედან ყველაფერი სხვანაირად ბრჭყვილებს. ყოვლისშემძლე პროფესია გვაქვს “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები