1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ამ ბიჭს კანის ფერი აქვს შავი - თქვენ სული, გონება, ყველაფერი"

ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან. საქმე ეხება ფერადკანიანი მამაკაცისა და ქართველი გოგონას ქორწინებას. წყვილის ფოტოებს, რომლებიც კუს ტბაზე და  სამებაშია გადაღებული რასისტული კომენტარები მოჰყვა.

აი რას წერს ბლოგერი გურამ შეროზია:

"იიი გურამ შენ რას ფიქრობ ზანგი კაცის და ქართველი გოგოს ქორწილზეეე

ამ მდაბიო ფეიჯებმაც ტვინი მოხნეს მორალისტობით და სიძულვილის პროპაგანდით.

ჰოდა, ორიოდე კომენტარი:
- ამ ბიჭს კანის ფერი აქვს შავი - თქვენ სული, გონება, ყველაფერი.
- ეს წყვილი ბედნიერია და იმედია მაგრად ჰკიდიხართ, თქვენ კიდევ ოდესმე საკუთარ ბოღმაში ჩაიხრჩობით
- ვისაც სითეთრის (ხშირ შემთხვევაში ტურტლით დაფარული) გამო თავი ვინმეზე მეტი გგონიათ - პირიქით, ყველა მეტია თქვენზე, ასი თავით
- ვისაც გგონიათ, რომ სხვისი ცხოვრების დაგეგმვის და მორალისტობის უფლება გაქვთ, ნეტა თავში რა გაქვთ ტვინის ადგილას მოთავსებული, ან სად გაიზარდეთ? 

ბედნიერებას ვუსურვებ საყვარელ წყვილს და იქნებიან კიდეც, აგრესიული მოძულეებისგან განსხვავებით.

აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე"


მაია დარსმელიძე:

"კრეტინებო, ქართულ გენს ერთი-ორ შავკანიანზე ქორწინება კი არ გააქრობს!!!! 

ერთმანეთს ყელს რომ ჭრით საკუთარი ბავშვების თანდასწრებით;
ცოლებს რომ ხოცავთ ბუზებივით;
ქმრებს რომ კლავთ, საყვარლების გამო;
ბებიებს რომ აუთოვებთ;
სისასტიკით და სიძულვილით სავსე, აგრესიულ ბავშვებს რომ ზრდით, რომ მერე ერთანეთს ურტყან გამეტებით;
და ტრაკულად, სხვის საქმეში თქვენს არდაპატიჟებულ ცხვირს რომ ყოფთ ყველგან -
საკუთარი თავისგან დაიწყეთ გენის გაუმჯობესება! მეტი სიყვარული გაეცით, კრეტინებო!!! და მოეშვით ამ ანტიადამიანური მოწოდებებით გაძეძგილი პოსტების თრევას!!!!!"


თამუნა მუსერიძე:

კუს ტბაზეც გაისეირნეს, ჯვარიც დაიწერეს, მთელი საქართველოც აალაპარაკეს და ჩვენთანაც მოვიდნენ❤️❤️❤️❤️ ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ


კომენტარები

მსგავსი სიახლეები