1 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე შენ ძალიან მიყვარხარ ჩემო ბიჭო!“-კენი ვესტის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

   კენი ვესტს ძმის შვილი გარდაეცვალა.   რიკი 10 წელია უკვე რაც ხმის ჩამწერ სტუდია  GOOD Music-ში მუშაობს და საზოგადოება მას კარგად იცნობს . სიკვდილის მიზეზი ექიმებმა ვერ დაადგინეს, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უეცრად ძილში გარდაიცვალა. 

„დღვანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეა..  მე დღეს დავკარგე ჩემი საყვარელი შვილი, ჩემი ანგელოზი! დაისვენე ზეცაში ! მე შენ ძალიან მიყვარხარ ჩემო ბიჭო!“ - წერს ვესტის ძმა,  რიკი ინსტაგრამის გვერდზე და თან ფოტოს აქვეყნებს

საკუთარი წუხილი   გამოხატა ასევე  რიკის მეუღლემ, ერიკამ :

„რა სასტიკია ეს ცხოვრება. მე მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ! მე უნდა მოვძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ გავაგრძელო ცხოვრება..  მაინც მადლიერი ვარ ამ ცხვრების, რომ მომცა საშუალება შენთან ერთად ეს 17 თვე მეცხოვრა.. შენ მე  დიდი ბედნიერება მაჩუქე.. შენსავით ჩემზე არავინ ზრუნავდა.. დედიკო მეშენ ძალიან მიყვარხარ!“

                                                           ავტორი:სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები