1 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-ს მიაღწია

იტალიაში მომხდარი მიწისძვირს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13 გაიზარდა,  - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.ნანგრევებში  ხალხია მოყოლილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდის იყო, ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.

იტალიის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შექმნა.

ცნობისთვის, 2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები