2 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეს დაავადება ზოგჯერ მგუდავს, არ მაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები…“ – მამა სერაფიმე

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე გადაცემაში „ნოესთან“ იყო მიწვეული. მან სხვადასხვა თემებზე საუბრისას ჯანმრთელობაზეც ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა თქვა, ის საკმაოდ მძიმე დაავადებას ებრძვის.

„ამ დაავადებას შევეგუე. ეს საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროებაა, რომელიც ზოგჯერ მგუდავს, არ მაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები. ბევრჯერ გამღვიძებია იმის გამო, რომ ნერწყვი ვერ გადამიყლაპავს და ვიგუდებოდი.

3 თვე-ნახევარში 18 კილოგრამი დავიკელი. ეს ზუსტად იმ დაავადების ბრალია. სიმღერაც აკრძალული მაქვს. შეიძლება, 90 წელი ვიცოცხლო, შეიძლება დღეს ღამე დავიღუპო და გამაშუქოთ“, – ამბობს მამა სერაფიმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები