1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალ, მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, მომხდარ ინცინდენს ეხმაურება, რა დროსაც ნასვამი სასულიერო პირები მედიის წარმომადგენლებსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირდნენ. 

მისი თქმით, გუშინ 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენება იყო და მღვდლებს აუცილებლად უნდა მიეღოთ ღვინო:

"აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იკმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ.

რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად მთავარის საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის", - ამბობს სასულიერო პირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები