1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მდინარეში 30 წლის რიონის ხეობის მცველს ეძებენ

სოფელ ნამახვანში, რიონის ერთ-ერთ მცველს მდინარეში და რიონის ფერდობზე ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეების თქმით, 30 წლის კაცი ხეობაში, რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან ჩავიდა. 

პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.

"ზედა კარავში ვიყავით, ვიტრაპეზეთ და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ არანორმალურ ხმაზე გავიგეთ ღრიალი ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის, რომელიც ყვიროდა, გვიშველეთ, ბიჭებო, გვიშველეთო. გამოვიქეცი და ამ პიროვნებას მისდევდა საშველად რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერაფერი შეძლეს. სადღაც 300-400 მეტრი ცურვით იარა და შემდეგ უკვე წყალმა ჩაითრია. ორი დღის ჩამოსული იყო როგორც ვიცი, ორი მეგობარი თბილისიდან ჩამოვიდა და მეტი არაფერი ვიცი... მკაცრად კონტროლდება ჩვენთან და გამორიცხულია, ნასვამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები