0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსამართლე მაია სვიანაძემ, რომელიც შვებულებაში აშშ-ში წავიდა, იქ დარჩა და მუშაობა დაიწყო

შვებულებაში წასულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ ამერიკაში მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა. 

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აქვეყნებს, რომელმაც მოსამართლის ამერიკაში დარჩენის შესახებ გუშინ ასევე პოსტი გამოაქვეყნა.

"გუშინ მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მაია სვიანაძემ დღეს უკვე მუშაობა დაიწყო აშშ-ში.

რაც მთავარია ფეისბუქი გააქტიურა, ოქტომბრის მერე ერთი სტატუსიც არ დაუდია და ბოლო საათებში 9 რაღაც დადო, მას შემდეგ რაც მე დავწერე მის წასვლის შესახებ. მოსამართლის თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს,"- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქმედი მოსამართლე მაია სვიანაძე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში შვებულებით წავიდა და იქ დარჩა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები