2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წულუკიანის პასუხი: “ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის… ქალბატონმა ანიტამ სოცქსელში „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“, იმის მერე, „სასჯელს ვიხდი

კულტურის მინისტრის პასუხი საოპერო მომღერალს – თეა წულუკიანი ანიტა რაჭველიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მეცოსოპრანომ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში გააკეთა:

ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ  სოცქსელში  „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, ინსტაგრმზე-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან – უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც – შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა – არა.” ამბობს თეა წულუკიანი “რადიო იმედის” ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები