2 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას“–გოგი წულაიას წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, გოგი წულაია ციხიდან წერილს გზავნის. ის ამბობს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია. “ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის , საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი, გოგი წულაია! პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი , მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები , ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას , მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია. „თუ გინდა მოწიინაღმდეგე გაანადგურო მას დააბრალე ის რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21-ე საუკენშიც გადმოყვნენ , 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას. ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული , ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას, რამე თუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნბებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს , და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არიან გუბელსები , გერინგები , ბერიები და ასე შემდეგ. ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს , პოლიტიკოსებს იმის შიშით , რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო , ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის , თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ , რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა , გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ) , მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ. ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ , რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი . როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა? არ ვიცი , ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში , პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი , რა ვიცი. ჩემო მეგობრებო , ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ , თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ , გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას ! პატივისცემით თქვენი გოგი წულაია.“– წერს გოგი წულაია ციხიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს  პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია თბილისში ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს.

თავდაპირველად საქმეზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაიამ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს ეთერში მას შემდეგ აგინა, რაც 6 მარტს ტელევიზიით ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ისმის, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები