2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ – ბიძინა კულუმბეგოვი

მედდის ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებაში მოხდა, სადაც ყველა დარგის ექიმი იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა,- ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს. გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია – ოჯახური და ადამიანური. ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.

ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, რატომ, როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება, სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ. ასევე, მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება.

გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში ვერ იქნება. რადგან 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. პაციენტი მალევე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები