0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - 58 წლის ქალი დაკავებულია

ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა 58 წლის ქალი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილის მეუღლეს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეცმიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები