2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უზაროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე…” – წყვილი, რომელმაც 6 წლის ნიაკო დაკარგა, ტყუპს ელოდება

6 წლის ნიაკოს დედა, ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ის და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან.

მათ გარკვეული პერიოდის წინ გოგონა, ნია, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მძიმე დაავადების გამო დაკარგეს.

ნიაკოს დედა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილ აქვეყნებს.

“ჩემი ცხოვრება ორად გაიყო-შენთან ერთად და შენ შემდეგ, დედიკო.

პატარა ამბავს მოგიყვებით…ნია რომ მოევლინა ქვეყანას, თითქოს არაფერი მომხდარა არაჩვეულებრივი, თუმცა მან მაგრძნობინა, რა არის დედაშვილობა, ან უფრო მეტი…

ოცნებად ჰქონდა, ძმა ჰყოლოდა, მაგრამ ვერ ავუსრულე, უფალმა არ მომანიჭა ეს ბედნიერება. ისევ, მიუხედავად დიდი სურვილისა, მან უკეთ იცის, როდის რა არის საჭირო მოკვდავთათვის… არასოდეს მითქვამს უფლის საყვედური და აუგი, არც გონებაში გამივლია…

ნიას შემდეგ რა დღეები მითენდება და მიღამდება, იცით ნაწილობრივ მაინც… ნიასთან რომ დავდიოდი, ვემუდარებოდი, დე, წამიყვანე შენთან ან ვინმე გამომიგზავნე, ვინც აზრს მისცემს ცხოვრებას-თქო…

4 თვის წინ გავიგე, რომ ჩემში ახალი სიცოცხლეა, დავბენი, რთული იყო ამის გაცნობიერებაც და დაჯერებაც და როცა ექიმთან წავედი დასაზუსტებლად და მითხრა, რომ ტყუპებს ველოდები, ერთადერთი, რაც მახსოვს, არის, რომ უზაროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე.

და ახლა ჩვენ: მე, ანანო, ნია და ვახო ველოდებით ნიას გამოგზავნილ სასწაულებს და თავისი ოცნების ახდენას, მას ძმები ეყოლება უფლის მადლით.არანაირი გენეტიკური ხაზი არ გვაქვს ტყუპების…ვიცი, რომ ჩემს და ნიას გულშემატკივრებს, ვინც ჯერ არ იცით ეს ამბავი, გაგიხარდებათ.მადლობა…” – წერს ქეთი ცირიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები