1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ანტიკორუფციულ აქციაზე 700-მდე ადამიანია დაკავებული

   რუსეთში არასანქცირებულ ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზარდა.  არსებული ინფორმაციით, აქციაში 800 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, მან ტრავმა მიიღო და მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველის დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა რუსებს ანტიკორუფციულ აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. აქციების დიდ ნაწილის გამართვის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ იყო გაცემული, თუმცა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებშიც.

აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა. მაგალითად, ვლადივასტოკში პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. პირველი დაპატიმრება მოსკოვის დროით 14:00 საათზე მოხდა. პოლიციამ და სპეცრაზმა აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომელთაც პუშკინის მოედანზე ხელში პლაკატები ეჭირათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები