2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბი“ ახალ ფილიალს გახსნის

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალ ფილიალს გახსნის.  აგროჰაბის ახალი ფილიალის სავაჭრო სივრცის მთლიანი ფართობი 1400 კვ.მ-ია, 1000 კვ.მ-დაეთმობა ავტოსადგომს, ხოლო 750 კვ.მ-ს დაიკავებს აგროჰაბის კაფე.  

 

აგროჰაბი საქართველოში, როგორც ბრენდი კვების მრეწველობაში, ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. მისი კონცეფცია - 100% ნატურალური, ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების წარმოება და რეალიზაციაა, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე გადის მრავალ საფეხურიან შემოწმებას.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა, გავხსნათ დამატებით ახალი ფილიალი, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.  ბუნებრივია ბიზნეს კონცეფცია, ბრენდის ნიშა და ღირებულებები უცვლელი რჩება. ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეული და საინტერესო დიზაინით შევქმენით თუმცა, ის არ არღვევს აგროჰაბის ბრენდის ვიზუალურ არქეტიპს. სავაჭრო სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და რა თქმა უნდა, მთლიანად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ღირებულებებს. ამ ეტაპზე, ახალ ფილიალში, დაახლოებით 200 ადამიანი  დასაქმდება“ - განაცხადა აგროჰაბის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.

 

„გვახარებს ის  ფაქტი, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა აგროჰაბის მაღალხარისხიან, ნატურალურ პროდუქციას. ახალი ფილიალის გახსნა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი წარმატებას უსურვებს „აგროჰაბს“ და მომავალშიც განაგრძნობს  ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

 

ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან აგროჰაბის წარმოება სერთიფიცირებულია ISO – 22000 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებით. აგროჰაბის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ღვინის მარანი- ყველაფერი  აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის (ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ვეტერინარულ) ლაბორატორიაში მოწმდება.  ხდება ყოველდღიური შემოწმება ხილ-ბოსტნეულის ნიტრატების მაჩვენებლებზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება ის დახლზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები