2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცის ბეჭდები Time-ში - თქვენი ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად

მამაკაცის მიერ ბეჭდების ტარება შესაძლოა ბევრისთვის დამაბნეველი საკითხი იყოს, თუმცა ბეჭდის ეტიკეტის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება. არსებობს რამდენიმე ტრადიციული წესი, როდესაც საქმე ეხება ბეჭდების ტარებას, თუმცა ცალსახად დადგენილი წესები არ არსებობს, რადგან ბეჭდების ტარება ყოველთვის პირადი არჩევანია.

 

არსებობს ყველანაირი კითხვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცის ბეჭდები, რა ტიპის ბეჭედი უნდა ატარონ მათ ან ზოგადად, კარგია თუ არა ბიჭებისთვის ბეჭდების ტარება.

 

დასაწყისისთვის, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რომელ ხელზე უნდა ატარონ მამაკაცებმა ბეჭდები, მარცხენა თუ მარჯვენა ხელზე. გეტყვით, რომ ამ თვალსაზრისით, მკაცრად განსაზღვრული წესები არ არსებობს, გარდა საქორწინო ბეჭდისა, რაც ასევე განსხვავდება კულტურის მიხედვით. მაგალითად გერმანიაში ნიშნობის ბეჭედი მამაკაცებს მარცხენა, ხოლო ქორწინების ბეჭედი მარჯვენა ხელზე უკეთიათ. ზოგიერთი კულტურის  ტრადიციები მამაკაცს ავალდებულებს, საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელზე ატარონ, სხვები კი დაჟინებით მოითხოვენ მარჯვენა ხელზე ტარებას. ვინაიდან მარჯვენა ხელი უფრო აქტიურ და დომინანტად ითვლება, ის დიდ ყურადღებას იპყრობს საუბრის დროს, ხელის ჟესტების გამო.

 

როდესაც საქმე ეხება სწორი თითის არჩევას ბეჭდისთვის, გაითვალისწინეთ, რომ თითოეული თითი რაღაც უნიკალურობის სიმბოლოა. მაგალითად, საჩვენებელი თითი საუკუნის წინ პოპულარული არჩევანი იყო ოჯახის სტატუსის აღმნიშვნელი ბეჭდების ტარებისთვის.

 

საერთო ჯამში თითოეული სამკაული, მათ შორის მამაკაცის ბეჭდები ინდივიდუალიზმის გამომხატველი, სტილისა და ვიზუალის თანხვედრის საკითხია. ის მამაკაცები, ვისაც ბეჭდების ტარება ყოველდღიურ რიტუალად აქვთ ქცეული, უხამებენ სტილს, გემოვნებას, სამოსს, მუდამ მრავალფეროვანი არჩევანის ძიებაში არიან. Time-მა ზედმიწევნით კარგად შეისწავლა მომხმარებლის სურვილები და მოთხოვნები და დღესდღეობით, სამკაულების მაღაზიაში, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი მამაკაცის ბეჭდები.

 

განხილვის საგანია ისიც, თუ რომელი მეტალის ბეჭედი უნდა ეკეთოს მამაკაცს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგი არჩევანი ისაა, რომ მეტალის ფერი თქვენი კანის ტონს უნდა შეუხამოთ.

 

მამაკაცები, რომლებიც საკმარისად გაბედულები არიან, ბევრი ბეჭდის ტარებას არჩევენ. თავდაპირველად შეგიძლიათ ერთი ან ორი ბეჭდის ტარება და შემდგომ რაოდენობის ზრდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, გადაჭარბებული სამკაულების ტარება არც ისე მიმზიდველია. ამასთან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ბეჭედი თითს აზიანებს. ამიტომ აუცილებელია შეარჩიოთ სწორი, კომფორტული და ამავდროულად ხარისხიანი მამაკაცის ბეჭდები თქვენი ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად. არჩევანის გაკეთებაში კი Time-ის კვალიფიციური კონსულტანტები სიამოვნებით დაგეხმარებიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები