0 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია

 

Forbes Georgia-მ მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებს შორის 5 თიბისელია, რომლებმაც გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს. 

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს.

პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. Forbes Georgia-მ ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები,  რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

·         სალომე ჯანაშვილი - კია საქართველოსა და მიცუბიში მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი.

·         მარიამ ცანავა - თიბისი ბანკის მარკეტერი, აფვეის თანადამფუძნებელი და BTU-ს ასისტენტ-პროფესორი

·         ნინა ჭელიძე - View, Inc.-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი

·         გიორგი ურუშაძე - Factory Berlin-ის არტდირექტორი და მარკეტერი, Tasteit-ის დამფუძნებელი და CEO

·         თამარ ხოსროშვილი - პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი

·         სალომე კუპრაშვილი - Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი

ჟიური: გიორგი ისაკაძე, ოსმან თურანი, გიორგი პოპიაშვილი, მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან - სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.

·         ნინა კინწურაშვილი - ვიზუალური ხელოვანი

·         ბექა გოჩიაშვილი - მუსიკოსი

·         დავით გიორგაძე - ფოტოგრაფი

·         ლიზი რამიშვილი - ჩელისტი, მუსიკოსი, დედოფალ სოფიას სახელობის მადრიდის მუსიკის აკადემია

·         ანა ყიფიანი - პიანისტი, ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯი

·         ტანიტა გონგაძე - თიბისი ბანკის გრაფიკოს-დიზაინერი

ჟიური: გურამ გვასალია, ირინა პოპიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, თამარ კვესიტაძე

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა.  წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

·         ვალერი ქუფარაშვილი - Epam Systems-ისა და NIKE-ის უფროსი პროგრამული ინჟინერი

·         კონსტანტინე ჭეიშვილი - დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტი

·         ანი ჯანუყაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მრჩეველი და პროექტების მენეჯერი

·         ნუცა აბაზაძე - თიბისი ბანკის ანალიტიკური (AI/ML) პროექტების ლიდი

·         მეგი ქავთარაძე - Destiny Robotics-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

·         თორნიკე ასათიანი - Edumentors-ის თანადამფუძნებელი

ჟიური: ავთანდილ კასრაძე, გვანცა მურღვლიანი, რუსკა ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე

მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

·         ილია კევლიშვილი - MIT-ის პოსტდოკ-მკვლევარი

·         მარი-ლუიზა კონჯარია - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტ-მკვლევარი

·         სალომე ონიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

·         გვანცა სალუქვაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორანტი

·         ელენე ფანჩულიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კოორდინატორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის

·         დეა გოგიშვილი - ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორანტი

ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, ნანა დიხამინჯია

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ ქართველ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდვეთ.

 

ჟიური: ქრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, მიხეილ ხიდურელი, თამაზ დუნდუა, ნინო ენუქიძე, ლუკა კაპანაძე

·         გეგა წურწუმია - Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი

·         მარიშა გოგოლაური - თიბისი ბანკის ბრენდ-მენეჯერი და აფვეის თანადამფუძნებელი

·         მარიკა აბულაძე - თიბისი ბანკის მარკეტერი და აფვეის თანადამფუძნებელი

·         მარიამ მარგიანი - ვაინ სფეისის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი

·         ვანო ჩალაძე - CARGON-ის თანადამფუძნებელი

·         კეიტ ბუნინა - Georgian Women in TECH-სა და Prospera Women-ის თანადამფუძნებელი

·         ირაკლი ჭოლოკავა - Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი

Forbes-ის რჩეული ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება თავიანთი გენიალურობითა და წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო. ამ კატეგორიაში თავმოყრილნი არიან ყველაზე ახალგაზრდა აპლიკანტები.

·         მარიამ ღვინეფაძე - სკოლა IB მთიების მოსწავლე

·         ხვიჩა ფარსადანაშვილი - აუთფლეის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

·         ლუკა რამიშვილი - პროექტ ოზონის დამფუძნებელი

·         ნოდარ ტრაპაიძე - ნოთ სოუ ქალმ დაო, დამფუძნებელი

შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 პროექტის ახალი გამარჯვებულები ფართო საზოგადოებას 11 მაისს, საქართველოში პირველად გამართულ Under 30-ის ახალგაზრდულ სამიტზე წარუდგინეს. სამიტს თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობდა.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი  - თიბისი ბანკი

პროექტის პარტნიორი - Gulf Georgia

პროექტის ორგანიზატორი - კონსიერჟ თბილისი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები