2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევ, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო” – ტაქსის მძღოლები “ლუგარის” თანამშრომლებს მგზავრობის საფასურს არ ახდევინებენ

ლუგარის ლაბორანტი ეკატერინე უგრეხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია… ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო, მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე… მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო… შუა ხნის მამაკაცი იყო… გული ისე ამიჩუყდა… მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა… საოცარი… აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება… ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…” – წერს ეკატერინე უგრეხელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები