1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გავრცელებული მითები კორონავირუსზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარყო

  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კორონავირუსთან დაკავშირებული იმ “მითების” სია და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

 COVID-19 ვირუსი ვრცელდება ცხელ და ნოტიო კლიმატის მქონე გარემოშიც

აქამდე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, COVID-19 ვირუსის გადაცემა ყველა არეალშია შესაძლებელი, ცხელი და ნოტიო ამინდის მქონე ადგილების ჩათვლით. კლიმატის მიუხედავად, მიიღეთ შესაბამისი რეკომენდებული ზომები იმ შემთხვევაში, თუ  იმ ქვეყანაში ცხოვრობთ ან მოგზაურობთ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.

COVID-19-ის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალება  საპნითა და წყლით ხელების ხშირი დაბანა, ან ალკოჰოლზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაა. ამ გზით თქვენ აღმოფხვრით იმ ვირუსებს, რომლებიც შეიძლება თქვენს ხელებზე იყოს და ამასთანავე აირიდებთ ინფექციას, რომელიც პირის ღრუს, თვალების და ცხვირის შეხებით ვითარდება. 

ცივი ამინდი და თოვლი კორონავირუსს არ კლავს

არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ცივი ამინდი კორონავირუსს ან სხვა დაავადებებს ანადგურებს. ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით  36.5°C-დან 37°C-მდეა, გარე ტემპერატურის ან ამინდის მიუხედავად.

 

კორონავირუსი კოღოს ნაკბენით არ გადაიცემადღემდე

დღემდე არ არსებობს ინფორმაცია და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის  გადაცემა კოღოს ნაკბენითაა შესაძლებელი. ეს რესპირატორული ვირუსია და ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება  ინფიცირებულის პირიდან ხველების, დაცემინების შედეგად, ან ნერწყვითა და ცხვირის გამონადენით. დაიცავით სოციალური დისტანცია, განსაკუთრებით მათგან, ვინც ახველებს/აცემინებს

ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები?

 არა. ელექტროსაშრობი კორონავირუსს არ კლავს. ხელების დაბანის შემდეგ, საფუძვლიანად გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით ან თბილი ჰაერის საშრობის გამოყენებით. 

გვეხმარება თუ არა ნივრის ჭამა?

ნიორი არის ჯანსაღი საკვები, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ანტიმიკრობული თვისებები.  მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი ჭამა კორონავირუსისგან დაგვიცავს.

კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებისთვისაა საშიში თუ ახალგაზრდებისთვისაც?

ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კოროვირუსით (2019-nCoV). ხანდაზმული ადამიანები და სხვა დაავადებების (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) მქონე  პირები უფრო დაუცველები არიან. WHO ყველა ასაკის ადამიანებს ურჩევს, ვირუსისგან თავის დასაცავად მიიღონ შესაბამისი ზომები, მაგალითად, ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენის დაცვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები