0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შენ ხარ ბანძი, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“,- ღუდუშაურმა წითლიძეს სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის სხდომაზე, ალუდა ღუდუშაურმა ანა წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია.

"ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„ისეთი დიდი რიგი არის სააკაშვილის ბოტასებზე და ნახმარ ტანისამოსზე, საცვლებთან დაკავშირებითან კი ძალიან დიდი დეფიციტია იმ მავზოლეუმში.. გეუბნებით, გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ, ეს არის მსჯავრდებული, ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი.. "- ღუდუშაურის  სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა - „დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა მას  შეურაცხყოფა მიაყენა.

"შენ ხარ ბანძი ადამიანი, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები