0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„16 წლის ბავშვს სადისტური, საშინელი ჭრილობები აქვს მიყენებული"- რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

ჩამოტვირთვა

„16 წლის ბავშვს სადისტური, საშინელი ჭრილობები აქვს მიყენებული. ჩვენ აღშფოთებულები ვართ,“- ეს განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, პაციენტს არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.

„წნევა იყო ნული. საოპერაციოში შესვლისას გულის გაჩერება ჰქონდა. გულ-მკერდის, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობაა, მაგისტრალური სისხლძარღვები დაზიანებულია, ბარძაყის არტერია და ვენა საოპერაციოში სიცოცხლესთან სრული ბრძოლა მიდიოდა. ახლა ოდნავ სტაბილიზაცია მივიღეთ, იმედია ბრძოლა ექიმების გამარჯვებით დამთავრდება,“- აღნიშნა ავთანდილ იმედაძემ.

16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემაც გააკეთა. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

„ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგებმა უკვე მოახდინეს, შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილიზირება, მიმდინარეობს ოპერაცია, რამდენიმე პროფილის ქირურგი მუშაობს,“- აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციას უტარებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები