0 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისელებმა დღეს თბილისობა იზეიემეს

ჩამოტვირთვა

დღეს თბილისელებმა და არამარტო თბილისელებმა საყვარელი ქალაქის დღესასწაული ,,თბილისობა’’ აღნიშნეს. დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხმა შეკრება დილიდან თბილისის ძველ უბანში დაიწყო. ზუსტად თორმეტ საათზე ქალაქის მერი მეიდანზე მივიდა და სპეციალურად თბილისობისთვის მოწყობილ 60 კვადრატული მეტრის ფართობის საწნახელში ჩაყრილი 5 ტონამდე ყურძენის დასაწურად საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილთან და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად საწნახელში ჩავიდა. ყურძნის დაწურვის შემდეგ გიგი უგულავამ თბილისელებს თბილისობა მიულოცა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ქალაქი ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და ის აღმშენებლობითი პროექტები რომლებიც დედაქალაქში მიმდინარეობს ისევ გაგრძელდება. ქალაქის მერის შემდეგ საწნახელში ყურძნის დასაწურად თბილისელებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ჩავიდნენ, რომელთა სიმრავლე დღეს თბილისში განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. მათ სახეზე კმაყოფილება ეტყობოდათ და სამსხსოვრო ფოტოებსაც სიამოვნებით იღებდნენ. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მეტეხის ხიდზე ტრადიციული ავტოშოუც მოეწყო რომელიც კომპანია ,,თეგეტა მოტორსისა’’ და ჟურნალ ავტო ბილდის ორგანიზებით’’გაიმართა. თბილისობასთან დაკავშირებით მეიდანზე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართა რომლებიც საქართველოს სხვადასხავ კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. მოგვიანებით კი ხილის ბამბის რიგში ხილის ფესტივალიც გაიხსნა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მტკვარზე ტივის გამოჩენა. რომელმაც დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები